Wednesday, June 6, 2012

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98
თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი – სახელმწიფო ნაკრძალი ახმეტის მუნიციპალიტეტში. დაარსებულია 1961 წელს, მისი ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით.
ნაკრძალის ტყეები გამოირჩევა სახეობრივი მრავალფეროვნებით, მაღალი ენდემიზმითა და მეტად სპეციფიკური ბიო-ეკოლოგიურ რელიქტურ სახეობათა არსებობით. ამ ზონაში არსებული სუბალპური არყნარები და დეკიანი კომპლექსები ხასიათდება როგორც ზვავსაწინააღმდეგო, ნაშალდამმაგრებელი და ეროზიასაწინააღმდეგო ცენოზები; ნაკრძალი მნიშვნელოვანია როგორც მესამეული პერიოდის იშვიათ ცხოველთა სახეობების საარსებო გარემო. იგი მოიცავს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების არეალებსა და საბინადრო ადგილებს. აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი,მგელიფოცხვერიდათვი და სხვ. ფრინველთაგან - შავარდენიმთის არწივი და სხვ.

კოლხეთის ნაკრძალი


კოლხეთის ნაკრძალი — ნაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე,პალიასტომის ტბის მოდამოებში. აღმოსავლეთით ესაზღვრებამდინარე ეწერი, სამხრეთით მდინარე ფიჩორი. ფართობი 561 ჰა. დაარსდა 1935 წელს.
ნაკრძალის მიზანია კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიათებელი რელიქტური ფლორისა და ფაუნის მთლიანი კომპლექსის დაცვა. ნაკრძალს დიდი სამეცნიერო-კვლევითი და ისტორიული მნიშვნელობა აქვს. შემონახულია კოლხეთისათვის დამახასიათებელი ჭაობისა და დაბლობის ტყეების ლანდშაფტი. გავრცელებულია მურყანიწიფელი,რცხილაკოლხური სუროწყავიშქერი და რელიქტური ბალახოვანი მცენარეები. ცხოველებიდან — შველიგარეული ღორი და სხვა.

ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9D_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98
ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს აფხაზეთშიგაგრის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთის კონცხზე. დაარსდა 1926 წელს, საერთო ფართობია 164,7 ჰა. ტყით დაფარულია 123 ჰა, რომლის უმეტესი ნაწილი (69,7) რელიქტურ ბიჭვინთის ფიჭვს უკავია; გარდა ფიჭვისა გვხვდება ქართული მუხა, წაბლი, კავკასიური რცხილა, ჯაგრცხილა,ცაცხვიიფანი, კოლხური ბზა და სხვა. ბიჭვინთის ფიჭვის ნაკრძალი მსოფლიო მნიშვნელობისაა. ეს სახეობა მესამეულ პერიოდს განეკუთვნება და ყირიმკავკასიური ფლორის უკანასკნელ ნაშთად ითვლება.
ნაკრძალის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში ბიჭვინთის ფიჭვის გავრცელება მკვეთრად მცირდება და იცვლება ბზის დაჯგუფებით (ცალკეული ეგზემპლარის სიმაღლე 10 მ აღწევს). ბიჭვინთის სახელმწიფო ნაკრძალში გვხვდება კოლხური ხოხობიგარეული ღორიშველი, კავკასიური და ტელეუტური ციყვიკვერნა და სხვა. ნაკრძალში ტარდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ფიჭვის დაცვისა და მომრავლების მიზნით.

ნაკრძალი

ნაკრძალი, ტერიტორიის (აკვატორიის) ნაწილი, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივი კომპლექსები. ნაკრძალად ჩვეულებრივ ცხადდება ის ადგილი, რომელიც ან ტიპიბრივია ამა თუ იმ გეოგრაფიული ზონისათვის, ან შეიცავს სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფას ბუნებრივ ობიექტებს (მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა). ნაკრძალად შეიძლება გამოცხადდეს მთელი ქალაქი ან მისი ნაწილი, რომელსაც განსაკუთრებული ისტორიული, ისტორიულ-მხატვრული ან მემორიალური მნიშვნელობა აქვს.http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98